ვფიქრობ და ფიქრში შუადღე გახდა ..
19
ივნ
2025
ტერენტი გრანელი
ვფიქრობ და ფიქრში შუადღე გახდა
და თოვლის ფიფქი ეცემა საყდარს.
სადღაც ქალს თეთრი ოცნება ღალავს
გავყურებ თოვლით შემოსილ ქალაქს.
ღელავს ეს ფიქრი და გული წმინდა,
თენდება, მიწა სხივს ელის ციდან.
ვფიქრობ და ფიქრში შუადღე გახდა
და თოვლის ფიფქი ეცემა საყდარს.