ზამთარი
16
სექ
2025
გრიგოლ აბაშიძე
ტყის სიმწვანე სად წასულა,
ჩიტუნები სად არიან?
თოვლი მოდის, ქარი წივის:
„ზამთარია! ზამთარია!“
შეხე პეპლებს,
ფრთათეთრ პეპლებს,
ხეებს ირგვლივ ევლებიან,
ეს თოვლია,
თოვლი მოდის,
განა მართლა პეპლებია!
ეს ზამთარი მობრძანდება
თეთრწვერა და თმაჭაღარა,
გუნდამ,
ციგამ,
თოვლის კაცმა -
ყველამ ერთად გამახარა.