ზამთარი

ყმაწვილებო! ერთი შეხეთ

რა შუქსა ჰფენს თეთრი დილა;

ჩანს, ზამთარი აღარ ხუმრობს,

ჩანს, წუხელვე დათოვლილა!

აბა, ჩქარა, გაიღვიძეთ,

გაახილეთ ყველამ თვალი,

რომ არავინ არ დაგასწროთ

პირველ თოვლში კოტრიალი!