ზამთრის პირი

შემოდგომა გაგვეპარა,
მიილია, მიიწურა.
ვენახები ჩაიკრიფა,
დასაწური დაიწურა.

მადლიანმა ღვინობითვემ
კარი ტკბილად გაიხურა.
მზემ სხივები აიკრიფა
მიწამ ნისლი დაიხურა.

შემოდგომა გაგვეპარა
არე-მარეს ნისლი ბურავს
და საცაა დედამიწა
ზამთრის საბანს დაიხურავს.