ზანზარებს ხიდი ..
8
თებ
2025
ოთარ ჭილაძე
ზანზარებს ხიდი მძიმე და მკვრივი.
კედლებს აწყდება ქარხნების ბოლი
და მიირწევა ცხენების მწკრივი
აღრჭიალებულ მანქანებს შორის.
ჰიპოდრომისკენ მიჰყავთ ცხენები,
რომ ბებერ ფიქრებს ნოსწყდნენ დროებით...
და ვიტრინებში ირეკლებიან
გრძელი კისრები და თეძოები.