ზაფხული
25
თებ
2026
თამაზ ჭილაძე
ვიღაცა უკრავს შუაღამისას…
დაჭიმულია მავთულის ბადე
და ბილიარდის ბურთივით მძიმე,
ბადეში გდია ყვითელი მთვარე.
ვიღაცა ისევ ჯიუტად უკრავს,
რატომ მგონია, რომ მე მეძახის?
ვით ძილგამტარი, მკერდსავსე ქალი,
მიხეთქებია ღობეს ჭერამი…