“ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი ..
22
ივლ
2025
ნიკო გომელაური
“ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი…
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი,ქურდი,ვაჭარი.
თუ ლოცულობ,თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
არც უღმერთოს,არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ,თუმცა უკვე ვბერდები
-ვისაც არ გავქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?”‘